

Gazzetta dello Sport იუწყება, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ნაპოლის" ნიგერიელ თავდასხმელ ვიქტორ ოსიმენს ორი სერიოზული მსურველი ეყოლება.
იტალიური გამოცემის თქმით, 24 წლის შემტევს ლონდონის "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" უმიზნებენ.
"ნაპოლი" ოსიმენში 120 მილიონი ევროს, იგივე 107 მილიონი ფუნტის მიღებას იმედოვნებს. წყაროს ცნობით, "წითელი ეშმაკები" ამ თანხის გადასახდელად მზად არიან.
"არისტოკრატთა" ფინანსური შესაძლებლობები იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ბრწყინვალედ გამოჩნდა, ამიტომ ვიქტორისთვის გაბრძოლებას მათგანაც უნდა ველოდოთ.
თუ რომელიმე გრანდმა ნიგერიელში ხსენებული თანხა გადაიხადა, ეს ინგლისის პრემიერ ლიგისთვის სარეკორდო გარიგება იქნება. ამ მომენტისთვის რეკორდის მფლობელი ენცო ფერნანდესია, რომელიც "ჩელსიმ" იანვარში "ბენფიკადან" 105 მილიონ ევროდ იყიდა.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ოსის ანგარიშზე 17 გოლია.