1 წლის და 2 თვის წინ
BREAKING: 3 ფეხბურთელი "ჩელსის" ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ჩაემატა, ერთი ამოვარდა
BREAKING: 3 ფეხბურთელი "ჩელსის" ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ჩაემატა, ერთი ამოვარდა
ავტორი
Aa

"ჩელსიმ" ჩემპიონთა ლიგის განაცხადში 3 ფეხბურთელი დაამატა, ერთი კი ამოსვა. გრემ პოტერმა საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

ოფიციალურად გაირკვა, რომ ენცო ფერნანდესი, ჟოაო ფელიქსი და მიხაილო მუდრიკი "არისტოკრატებს" ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე დაეხმარებიან.

ხოლო რაც შეეხება ამოვარდნილს, პიერ ემერიკ-ობამეიანგი ლურჯების განაცხადში აღარ არის.

გრემ პოტერის თქმით, შემტევმა თავისი ადგილისთვის სეზონის დარჩენილ ნაწილში უნდა განაგრძოს ბრძოლა, თუმცა ეს ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხდება.


Facebook კომენტარები