1 წლის და 9 თვის წინ
გრემ პოტერის პრესკონფერენცია "ფულემთან" მატჩის წინ
გრემ პოტერის პრესკონფერენცია "ფულემთან" მატჩის წინ
ავტორი
Aa

გრემ პოტერმა "ფულემთან" მატჩისწინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც უამრავ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

გთავაზობთ "ჩელსის" ბრიტანელი მწვრთნელის კომენტარს, ამ დაპირისპირების წინ.

"ენცო ფერნანდესი? ის შესანიშნავი მოთამაშეა, ბრწყინვალე თვისებებით. მისი ტრანსფერით ძალიან გახარებული ვარ, რადგან იგი ნამდვილად ფანტასტიკურია.

ითამაშებს თუ არა ის ფულემთან? ვნახოთ, ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია დოკუმენტები. ჩემი ესპანური კარგი არ არის, არც მისი ინგლისურია კარგი, ასე რომ...

ზიეჩი? ის დაბრუნდა და ვარჯიშობს. ჰაკიმი პროფესიონალია, ამ სატრანსფერო საგის შემდეგ ის ისევ ჩვენთანაა და დარწმუნებული ვარ, რომ სეზონის დარჩენილ ნაწილში დიდ როლს ითამაშებს გუნდისთვის.

მე ძალიან გახარებული ვარ, თუმცა ამხელა ჯგუფთან ერთად მუშაობა ჩვენი სტაფისთვის ტესტია. ჩვენი მიზანია, რომ კარგი გარემო შევქმნათ გუნდში.

ფულემი? მათ ბრწყინვალე სეზონი აქვთ. შესანიშნავად გამოიყურებიან და წინ ნამდვილად ურთულესი მატჩი გველის. 

ჩემპიონთა ლიგის განაცხადი? ამაზე ყოველდღე ვფიქრობ, ჯერ სია არ ამირჩევია, თუმცა გადაწყვეტილების მიღება მომიწევს.

ჩილუელი, ჯეიმსი, სტერლინგი, რუბენი სათამაშოდ მზად არიან. უესლი ფოფანა შემდეგ კვირას სრული დატვირთვით ივარჯიშებს.

ჟორჟინიო? ფანტასტიკური მოთამაშე. კარგი ადამიანი. ზოგჯერ გადაწყვეტილებების მიღება გიწევს. მას წარმატებებს ვუსურვებ კარიერაში."


Facebook კომენტარები