ტომას ტუხელი ფეხბურთელს გაუბრაზდა - რა მოხდა მატჩის მიმდინარეობისას

ტომას ტუხელი ფეხბურთელს გაუბრაზდა - რა მოხდა მატჩის მიმდინარეობისას

ლონდონური დერბი "არსენალმა" მინიმალური უპირატესობით მოიგო. მართალია "მეთოფეებმა" მომენტებით დახუნძლული მატჩი ვერ შემოგვთავაზეს, მაგრამ საწადელს მიაღწიეს და სახლში 3 ქულით დაბრუნდნენ.

თავის მხრივ, ძალიან ცუდად გამოიყურებოდა ლონდონის "ჩელსი". ლურჯებმა მოახერხეს გოლის გატანა, თუმცა აშკარა ოფსაიდის გამო კრისტიან პულისიჩს აღნიშვნაც კი არ დასცალდა.

ერთ-ერთ ეპიზოდში კურტ ზუმამ შორეული დისტანციიდან გადაწყვიტა ბერნდ ლენოს კარს დამუქრებოდა, მაგრამ მცდელობა მცდელობადვე დარჩა - ამაზე ტომას ტუხელი ძალიან გაბრაზდა.

გერმანელმა ფრანგს რამდენჯერმე უყვირა და შესძახა - "კარგი რა, ზუ". ამის შემდეგ ყველანაირი ემოცია ტუხელის სახეს ისედაც ეტყობოდა ( მთავარ ფოტოზე)

 

1 თვის წინ
240 / 0
poll გამოკითხვა

როგორ მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?

ძალიან კარგია
კარგია
ცუდია
ძალიან ცუდია
სულ პასუხები: 237
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტიაგო სილვა, ტამი აბრაჰამი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ