ტომას ტუხელის კომენტარი მატჩის შემდეგ - გაცხარებული გერმანელი

ტომას ტუხელის კომენტარი მატჩის შემდეგ - გაცხარებული გერმანელი

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ლონდონური დერბი, სადაც "არსენალმა" მინიმალური უპირატესობით, 1:0 გაიმარჯვა.

აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით მცირე კომენტარი თავად ტომას ტუხელმაც გააკეთა.

"არ ვიცი როგორ გაიტანდა "არსენალი", ჩვენ შანსი რომ არ მიგვეცა.

მატჩის ასეთი სცენარი აბსოლუტურად "ჩელსის" ცუდი თამაშის ბრალია. საკმარისად მრისხანენი არ ვიყავით.

დღეს ბევრი ცვლილება განვახორციელე, შესაბამისად, პასუხისმგებლობას მთლიანად ჩემს თავზე ვიღებ

მარცხი თავიდან ბოლომდე ჩვენი ბრალია. ფაქტობრივად, გოლი ვაჩუქეთ და საკუთარ კარში ავტოგოლი გავიტანეთ.

რაღაც კორექტირებები შევიტანე(ტაქტიკაში), თუმცა არ გაამართლა. ვიცი სადაც შეცვდი, მაგრამ არ ვიტყვი" - ნათქვამია გერმანელის ინტერვიუში.

 

1 თვის წინ
253 / 0
poll გამოკითხვა

როგორ მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?

ძალიან კარგია
კარგია
ცუდია
ძალიან ცუდია
სულ პასუხები: 237
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტიაგო სილვა, ტამი აბრაჰამი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ