"დორტმუნდის" გენერალურმა დირექტორმა ჰალანდზე ისაუბრა - BILD

"დორტმუნდის" გენერალურმა დირექტორმა ჰალანდზე ისაუბრა - BILD

ერლინგ ჰალანდი პრესის ყველაზე განხილვადი ფეხბურთელია. ახალგაზრდა სუპერვარსკვლავით ერთბაშად რამდენიმე ტოპ კლუბი ინტერესდება და ბუნებრივია, მათ რიცხვს ლონდონის "ჩელსიც" მიეკუთვნება.

"დორტმუნდის" გენერალურმა დირექტორმა ვაცკემ, Bild-თან საუბრისას ჰალანდის მომავალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გერმანული კლუბის ბორდის წევრები დარწმუნებულები არიან ნორვეგიელის დარჩენაში.

"ერლინგი ? ჩვენ გვჯერა მისი. მომავალ წელსაც ყვითელი მაისურით ითამაშებს ფეხბურთს. დანარჩენი უბრალოდ საუბრებია და არაფერი მაინტერესებს. გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით სრულიად სიმშვიდეს ვინარჩუნებთ" - ნათქვამია ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ჰალანდს "დორტმუნდთან" 2024 წელს ეწურება მიმდინარე კონტრაქტი.

1 თვის წინ
82 / 0
poll გამოკითხვა

როგორ მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?

ძალიან კარგია
კარგია
ცუდია
ძალიან ცუდია
სულ პასუხები: 237
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტიაგო სილვა, ტამი აბრაჰამი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ