"ჩელსი" VS "არსენალი" - ყველაფერი, რაც მატჩის წინ უნდა იცოდეთ

"ჩელსი" VS "არსენალი" - ყველაფერი, რაც მატჩის წინ უნდა იცოდეთ

დღეს, თბილისის დროით 23:15 საათზე, "სტემფორდ ბრიჯზე" პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ერთმანეთს "ჩელსი" და "არსენალი" დაუპირისპირდებიან.

სტატისტიკა

  • "ჩელსიმ" პრემიერ ლიგაში, 8 საშინაო მატჩში კარი მშრალად 7-ჯერ შეინარჩუნა.
  • ტომას ტუხელის გუნდმა პრემიერ ლიგაში 16 მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო.
  • "არისტოკრატებს" "არსენალის" წინააღმდეგ ბოლო 13 საშინაო თამაშში, 11-ში აქვთ გატანილი 2 ან 2-ზე მეტი გოლი.
  • "მეთოფეებმა" პრემიერ ლიგის ბოლო 3 გასვლით მატჩში 2 ან 2-ზე მეტი გოლის გატანა შეძლეს.

ტრავმები

"ჩელსი": "ლურჯებს" ისევ ვერ დაეხმარება მატეო კოვაჩიჩი, რომელიც უკვე დიდი ხანია არ გვინახავს მოედანზე. ასევე გუნდს დააკლდება კრისტენსენი, რომელმაც წინა მატჩში ტრავმა მიიღო.

"არსენალი": მიკელ არტეტამ განაცხადა, რომ გუნდს დავიდ ლუიზი ისევ დააკლდება, რადგან ტრავმა ჯერ კიდევ არ მოურჩენია. ასევე მატჩში მონაწილეობა შეიძლება ვერ მიიღოს გრანიტ ჯაკამ.

სავარაუდო შემადგენლობები

"ჩელსი": მენდი, რუდიგერი, სილვა, ასპილიკუეტა, ჯეიმსი, კანტე, ჟორჟინიო, ჩილველი, ზიეჩი, მაუნტი, ჰავერცი.

"არსენალი": ლენო, ბელერინი, ჰოლდინგი, მაგალაესი, ტირნი, ელნენი, პარტეი, საკა, ოდეგორი, ობამეიანგი, ლაკაზეტი.

1 თვის წინ
127 / 0
poll გამოკითხვა

როგორ მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?

ძალიან კარგია
კარგია
ცუდია
ძალიან ცუდია
სულ პასუხები: 237
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტიაგო სილვა, ტამი აბრაჰამი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ