ეშლი კოულმა "ჩელსის" მოთამაშე შეაქო - ინტერვიუ SkySports-თან

ეშლი კოულმა "ჩელსის" მოთამაშე შეაქო - ინტერვიუ SkySports-თან

როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ ლიგის 34-ე ტურის მატჩი "ჩელსისა" და "ფულემს" შორის, "არისტოკრატთა" გამარჯვებით დამთავრდა. მატჩში სულ ორი გოლი გავიდა და ორივეჯერ კაი ჰავერცმა თავი გამოიჩინა. 

"ლურჯების" ყოფილმა ფეხბურთელმა, ეშლი კოულმა, SkySports-თან გერმანელი ნახევარმცველის შესახებ ისაუბრა:

"ის ფანტასტიურია. მისი ბურთის კონტროლი შესანშნავია. მე ვფიქრობ მან თავისი ორი გოლი დაიმსახურა."

ასევე "ფულემის" ყოფილმა მენეჯერმა, კრის კოლმენმა, კაი ჰავერცი შეაქო და თქვა, რომ მას დიდი მომავალი ელის.

"მან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის შესანიშნავი ინტელექტის პატრონია, ყოველთვის იცის სად უნდა გაიქცეს და არ არის დაბნეული."

"ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და დროთა განმავლობაში კიდევ უკეთესი გახდება."

შეგახსენებთ, რომ "ჩელსი"-"რეალის" მატჩი ოთხშაბათს, თბილისის დროით, 23:00 საათზე გაიმართება.

1 კვირის წინ
148 / 0
დიმიტრი მეფარიძე
poll გამოკითხვა

როგორ მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?

ძალიან კარგია
კარგია
ცუდია
ძალიან ცუდია
სულ პასუხები: 188
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტიაგო სილვა, ტამი აბრაჰამი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ