ტომას ტუხელი ლიგა 1-სა და პრემიერ ლიგის განსხვავებებზე საუბრობს

ტომას ტუხელი ლიგა 1-სა და პრემიერ ლიგის განსხვავებებზე საუბრობს

როგორც მოგეხსენებათ, ტომას ტუხელმა, ამ სეზონში "ჩელსიში" ფრენკ ლამპარდი ჩაანაცვლა, მანამდე კი "პსჟ"-ს მწვრთნელი იყო, გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, თუმცა მარცხი განიცადა და გერმანელი დაითხოვეს. 

ტუხელმა მედიასთან ისაუბრა და შეადარა ორი ლიგა სადაც საკმაოდ პოპულარული გახდა, პრემიერ ლიგა და ლიგა 1.

"ლიგა 1-დან პრემიერ ლიგაში წასვლა ნამდვილად ბრუტალურია. ძალიან ბრუტალური."

"საფრანგეთში იგივე რაოდენობის მატჩებს ვატარებდით, თუმცა აქ უფრო დიდია ინტენსივობა და გამოწვევა. აქ სულ სხვა დონეა."

"საკმაოდ დაუნდობელი ლიგაა, ყველა მხრიდან. დილით ძალიან ადრე ადგომა გიწევს და ამოსუნთქვის საშუალებაც არ გეძლევა მთელი დღის განმავლობაში. ეს ძალიან კარგია, შენი მენტალიტეტი და გონება ძალიან იცვლება. ამ ლიგაში სწორედ ესაა შთამბეჭდავი."

"ყველა მოთამაშემ იცის რა მოთხოვნებია აქ და თავიანთი საქმისადმი სწორი მიდგომა აქვთ. კლუბში ყველამ იცის, თუ როგორ უნდა იყო ფორმაში. თამაშზე ყოველთვის იმ განწყობით მივდივართ, რომ ამისთვის მზად ვართ და ყველაფერს უმაღლეს დონეზე შევასრულებთ." - განაცხადა ტომას ტუხელმა, L'Equipe-თან.

1 კვირის წინ
148 / 0
დიმიტრი მეფარიძე
poll გამოკითხვა

როგორ მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?

ძალიან კარგია
კარგია
ცუდია
ძალიან ცუდია
სულ პასუხები: 188
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტიაგო სილვა, ტამი აბრაჰამი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ