ტიმო ვერნერი გუნდს ერთ-ერთი მაჩვენებლით ლიდერობს

ტიმო ვერნერი გუნდს  ერთ-ერთი მაჩვენებლით ლიდერობს

"ჩელსის" სეზონი დასკვნით ეტაპს მიუახლოვდა. ყველაფრის მიუხედავად, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ გუნდს კარგი საფეხბურთო წელი გამოუვიდა - ოთხეულისთვის იბრძვის, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია და FA Cup-ის მოგების რეალური შანსი აქვს.

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ სეზონი სრულდება და შეგვიძლია გუნდის თამაშიდან გამომდინარე, პატარ-პატარა დასკვნები გავაკეთოთ და ზოგიერთი მაჩვენებლის ლიდერებიც გამოვყოთ.

ტიმო ვერნერი ხშირადაა კრიტიკის ობიექტი ფანების მხრიდან, უნდა აღინიშნოს, რომ არცთუ ისე უსაფუძვლოდ, მაგრამ გერმანელი საშუალო შედეგიანი პასებით "ჩელსის" ლიდერია. მას მიმდინარე სეზონში 13 საგოლე პასი მოუგროვდა, რაც გულისხმობს შემდეგს - ტიმო საშუალოდ 90 წუთის განმავლობაში 0.3 ასისტს აგროვებს.

ამ მაჩვენებლით ვერნერი პირველზეა, თუმცა ყველას გასაკვირად მეორე ადგილს კალუმ ჰადსონ-ოდოი იკავებს, რომელიც საშუალოდ 1 მატჩში 0.25 შედეგიან გადაცემას აკეთებს.

გუნდში სიტუაცია ნელ-ნელა სტაბილურდება და ამის მთავარი შემოქმედი ტომას ტუხელია, რომელზეც ლონდონელები უდიდეს იმედებს ამყარებენ.

1 კვირის წინ
191 / 0
Hakim Ziyech
poll გამოკითხვა

როგორ მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?

ძალიან კარგია
კარგია
ცუდია
ძალიან ცუდია
სულ პასუხები: 188
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტიაგო სილვა, ტამი აბრაჰამი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ