დონარუმას საკითხი იხურება - რა პოზიცია აქვს "ჩელსის"

დონარუმას საკითხი იხურება - რა პოზიცია აქვს "ჩელსის"

"ჩელსი" უამრავი ფეხბურთელით ინტერესდება, ერთ-ერთია ჯანლუიჯი დონარუმა, რომლის გადმობირება ლონდონურ კლუბს ძალიან სურს.

Sun-ის ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით მილანური კლუბი აღარ აწარმოებს მოლაპარაკებებს ახალგაზრდა მეკარესთან.

როგორც ცნობილია, იტალიელით ბევრი კლუბი ინტერესდება და მათ შორისაა "იუვენტუსიც". "ბებერი ქალბატონის" ინტერესის გამო, ადგილობრივი "მილანის" გულშემატკივრები აღშფოთდნენ. ისინი "როსონერის" ბაზას ესტუმრნენ და გაცხარებულებმა ჯიჯის ულტიმატუმი წაუყენეს - ის აღარ ითამაშებდა დარჩენილ თამაშებს, თუკი ახალ კონტრაქტს ხელს არ მოაწერდა.

დონარუმას თემა განსაკუთრებით იმ განცხადების შემდეგ წამოიჭრა, როცა მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურდა. "ჩელსის" დაინტერესება სწორედ ამან გამოიწვია და მათ რამდენიმე შეთავაზებაც გაუკეთეს ახალგაზრდა ფეხბურთელს.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით, "მილანის" დირექტორმა, პაოლო მალდინიმ საკუთარ ინტერვიუშიც ისაუბრა.

"ამ ეტაპზე მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად ვიბრძვით. აბსოლუტურად ყველა მოლაპარაკება გაყინულია სეზონის ბოლომდე, ამასთანავე ჩვენ კვლავინდებურად დავიცავთ ჩვენს თითოეულ ფეხბურთელს ყველანაირი რისხვისგან" - ნათქვამია იტალიელის ინტერვიუში.

1 კვირის წინ
143 / 0
Hakim Ziyech
poll გამოკითხვა

როგორ მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?

ძალიან კარგია
კარგია
ცუდია
ძალიან ცუდია
სულ პასუხები: 188
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტიაგო სილვა, ტამი აბრაჰამი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

მსგავსი სიახლეები