მოიესის აღიარება - რა ხდება ტამი აბრაჰამის თაობაზე

მოიესის აღიარება - რა ხდება ტამი აბრაჰამის თაობაზე

ტამი აბრაჰამის წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია, მაგრამ მთავარი საკითხი ისაა, თუ სად განაგრძობს კარიერას ახალგაზრდა ინგლისელი.

მისი სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონს აღწევს. ეს თანხა არც ისე ბევრი ჩანს თანამედროვე ფეხბურთში, მაგრამ კოვიდ ვითარებამ ყველა გუნდის ბიუჯეტზე გარკვეულწილად იმოქმედა.

"ვესთ ჰემი" - ეს ის გუნდია, რომელსაც ყველაზე მეტად უკავშირებენ ტამი აბრაჰამს, თუმცა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დევიდ მოიესმა აღიარა, რომ "ჩაქუჩებს" არ აქვს 40 მილიონის გადახდის საშუალება.

"ამ ვარიანტს გამოვრიცხავთ. სრულიად გამოვრიცხავთ. მისი შეძენის შანსი ფიზიკურად არ გვაქვს.

ჩვენ არ გაგვაჩნია შესაბამისი ფინანსები, რათა "ჩელსის" მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ" - ნათქვამია შოტლანდიელის ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ტამის "ვესთ ჰემის" გარდა, "არსენალს", "ლიდსს", "მილანსა" და "იუნაიტედს" უკავშირებენ.

1 კვირის წინ
134 / 0
Hakim Ziyech
poll გამოკითხვა

როგორ მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?

ძალიან კარგია
კარგია
ცუდია
ძალიან ცუდია
სულ პასუხები: 188
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტიაგო სილვა, ტამი აბრაჰამი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ