"ჩელსის" რადარზე მორიგი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოჩნდა - Bild

"ჩელსის" რადარზე მორიგი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოჩნდა - Bild

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "ჩელსის" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე უდიდესი გეგმები აქვს. "არისტოკრატები" ერთბაშად რამდენიმე მეგა-ვარსკვლავით ინტერესდებიან - ამ სიას ახლა ჯეიდონ სანჩოც შეუერთდა.

Bild-ის ცნობით, რომან აბრამოვიჩმა უკვე დაიწყო ახალგაზრდა ინგლისელზე ნადირობა, მაგრამ მის ხელში ჩასაგდებად "ჩელსის" უდიდესი ბრძოლა მოუწევს. 21 წლის ფეხბურთელი კიდევ 2 გრანდს, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" სურს.

სანჩო გასული წლების ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფიგურა გახლდათ, თუმცა მისი შეძენა ვერც ერთმა გუნდმა მოახერხა. "წითელმა ეშმაკებმა" ,ფაქტობრივად, შეათანხმეს ყველა დეტალი 2020 წელს, მაგრამ მოლაპარაკებები საბოლოოდ არ შედგა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელი ვარსკვლავი "დორტმუნდში" 2017 წლიდან მოღვაწეობს და კონტრაქტის მიხედვით გერმანული კლუბის ღირსება კიდევ 2 წლით უნდა დაიცვას.

1 კვირის წინ
212 / 0
Hakim Ziyech
poll გამოკითხვა

როგორ მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?

ძალიან კარგია
კარგია
ცუდია
ძალიან ცუდია
სულ პასუხები: 188
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტიაგო სილვა, ტამი აბრაჰამი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

მსგავსი სიახლეები