ოფიციალურად:"რეალს" "ჩელსისთან" კიდევ ერთი ფეხბურთელი დააკლდება

ოფიციალურად:"რეალს" "ჩელსისთან" კიდევ ერთი ფეხბურთელი დააკლდება

სუპერ ლიგის იდეის ჩაშლის შემდეგ, გუნდები სრულად არიან მობილიზებულები ჩემპიონთა ლიგის და შიდა ჩემპიონატის მატჩებზე.

უკვე მოახლოვდა საუკეთესო ევროპული ტურნირის ნახევარფინალური ეტაპის მეორე ტურიც. 5 მაისს , "ჩელსის" "სტემფორდ ბრიჯზე" "რეალი" ეწვევა.

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ჩვენს ვებ-გვერდზე დაიწერა სტატია, სადაც ნახსენები იყო "რეალის" ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც "ლურჯებთან" ჩასატარებელ შეხვედრას გამოტოვებდა - ამ სიაში შეყვანილი იყო რაფა ვარანიც, რომლის 5 მაისს მოედანზე ხილვის შანსი 50%-ად იყო შეფასებული.

დღეს კი ამ ამბავმა ბუნდოვანება დაკარგა და ოფიციალურად გაირკვა, რომ ფრანგი უკანახაზელი შეხვედრას ბარძაყის ტრავმის გამო გამოტოვებს.

1 კვირის წინ
499 / 0
ლუკა ალავიძე
poll გამოკითხვა

როგორ მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?

ძალიან კარგია
კარგია
ცუდია
ძალიან ცუდია
სულ პასუხები: 188
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტიაგო სილვა, ტამი აბრაჰამი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

მსგავსი სიახლეები