დემბელე ტუხელზე აღფრთოვანებით საუბრობს - "ის ჩემი ფავორიტია"

დემბელე ტუხელზე აღფრთოვანებით საუბრობს - "ის ჩემი ფავორიტია"

კატალონიის "ბარსელონასა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა შემტევმა, უსმან დემბელემ Bein Sport-თან ინტერვიუში უამრავ თემაზე ისაუბრა და ტომას ტუხელთან "დორტმუნდში" გატარებული პერიოდიც გაიხსენა.

"ტუხელმა თავდაჯერება შემმატა, ის ჩემი ფავორიტი მწვრთნელია.

გერმანელის მოღვაწეობის პერიოდში ბევრ პოზიციაზე ვითამაშე, თავიდან მარჯვენა ფლანგზე, შემდეგ ოდნავ ცენტრში, ცოტახნით 10-იანიც კი ვიყავი.

მასთან ერთად მუშაობა ძალიან კარგი იყო. სიმართლე გითხრათ,  "ბარსაში" გადასვლის დროს ტუხელი ისევ ჩემი მწვრთნელი რომ ყოფილიყო, "დორტმუნდის" დატოვება კიდევ უფრო გამიჭირდებოდა და საკუთარ მომავალზე უფრო მეტად დავფიქრდებოდი", - განაცხადა დემბელემ.

1 კვირის წინ
111 / 0
ლუკა ალავიძე
poll გამოკითხვა

როგორ მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?

ძალიან კარგია
კარგია
ცუდია
ძალიან ცუდია
სულ პასუხები: 188
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტიაგო სილვა, ტამი აბრაჰამი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

მსგავსი სიახლეები