როგორ ფორმაციას აირჩევს ტუხელი - 3 ვარიანტის განხილვა

როგორ ფორმაციას აირჩევს ტუხელი - 3 ვარიანტის განხილვა

მას შემდეგ, რაც "ჩელსიმ" ფრენკ ლამპარდი გაათავისუფლა და კლუბის მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელი გახდა, ყველას შეკითხვები გაუჩნდა. ახლა ყველა გულშემატკივარს აინტერესებს, რა სქემით აპირებს თამაშს გერმანელი სპეციალისტი.

"ტუხელის ერა" ამაღამ დაიწყება. საღამოს 10 საათზე დასავლეთ ლონდონური გუნდი "სტემფორდ ბრიჯზე" "ვულვერჰემპტონს" უმასპინძლებს. ავტორიტეტულმა "The Sun"-მა "ახალი ჩელსის" შესაძლო ფორმაციები განიხილა.

47 წლის დამრიგებელი მოხერხებული ტაქტიკითაა ცნობილი. მას, აგრეთვე, ახალგაზრდა ფეხბურთელებისგან მაქსიმალური სარგებლის მიღების უნარს მიაწერენ ხოლმე. 

რთულია მცირე დროში მოახვიო ახალ შეგირდებს თავს შენი იდეები, მით უმეტეს, როცა მეტოქე "ვულვზია", რომელიც საკმაოდ ცბიერი გუნდია.

უახლოეს წარსულში ტუხელი პარიზულ გრანდს 3-5-2 სქემით ათამაშებდა. 3 სოლიდური ცენტრალური მცველით, სწრაფი განაპირა მცველებით და ორი თავდამსხმელით "პსჟ"-ს გოლების გატანა ნამდვილად არ უჭირდა. ტუხელის გათავისუფლებამდე რამდენიმე საათით ადრე ფრანგულმა გიგანტმა "სტრასბურგს" ოთხი გოლი გაუტანა. გადმოიტანს თუ არა იგივე ფილოსოფიას ტომასი ლონდონში – უცნობია, თუმცა ამ შემთხვევაში ორ უკანახაზელს სეზარ აზპილიკუეტა შეუერთდება, მარჯვენა ვინგბექობას კი რის ჯეიმსი იკისრებს. ტუხელს თანამემამულე რუდიგერი ძალიან მოწონს, ერთ დროს მისი გადაბირებითაც იყო დაინტერესებული, ტიაგო სილვასთან კარგი ურთიერთობა კი წარსული თანამშრომლობით აიხსნება. სანამ ნ'გოლო კანტეს ტრავმა აწუხებს, ერთმანეთს ბილი გილმორი და ჟორჟინიო შეეცილებიან, მეორე ცენტრალურ ნახევარმცველად კი მეისონ მაუნტი ან კაი ჰავერცი მოიაზრება. რის ჯეიმსის გასწვრივ, მარცხნივ ბენ ჩილველი გააკონტროლებს სიტუაციას. შეტევაში ტიმო ვერნერი ტამი აბრაჰამს ან ოლივერ ჯირუს შეუწყვილდება. ამ ტაქტიკის მინუსი ის არის, რომ პულისიჩის და ზიეჩის ადგილი შემადგენლობაში არ მოიძებნება.

მეორე ვარიანტში, 4-2-3-1 სქემის შემთხვევაში, ფლანგებს შეტევაში კრისტიან პულისიჩი და ჰაკიმ ზიეჩი ჩაიბარებენ. ტუხელი ამერიკელის დიდი ფანია და თავის დროზე "დორტმუნდის" პირველ გუნდში იგი სწორედ მან დააწინაურა. ამ ტაქტიკის უპირატესობა ისიცაა, რომ ჰავერცი თავის საყვარელ ათიანის პოზიციაზე აღმოჩნდება და სიღრმიდან თამაში აღარ მოუწევს, რითიც თანამემამულე ვერნერს ძალიან დაეხმარება.  მაუნტი და გილმორი (ან ჟორჟინიო) კი უფრო დაბლიდან ითამაშებენ. ცენტრალური მცველებიდან ტუხელი ორ საუკეთესოს ზუმა/რუდიგერი/სილვას ტრიოდან აირჩევს, განაპირა მცველების როლს კი ბენ ჩილველი და რის ჯეიმსი შეითავსებენ. 

მესამე შესაძლებლობა ანტონიო კონტეს საყვარელი სქემაა. "ჩელსიმ" 2016/17 წლების სეზონის პრემიერ ლიგა 3-4-3 განლაგებით მოიგო. ტუხელმა შესაძლოა ეს მივიწყებული ტაქტიკაც გააცოცხლოს. ამ შემთხვევაში გუნდი თავდაცვის დროს 5 მცველს გამოიყენებს. ჩილველი და ჯეიმსი კი დაცვაში და შეტევაში მშვენივრად თამაშობენ და საკმარისი სისწრაფეც აქვთ. ამ შემთხვევაში ნახევარდაცვის ცენტრს ტუხელი უფრო შემტევ შუახაზელებს ჩააბარებს და შესაძლოა, მაუნტი და ჰავერცი გვერდიგვერდ ვიხილოთ. შეტევას ახალი ბოსი პულისიჩი/ვერნერი/ზიეჩის ტრიოთი დააკომპლექტებს.

საბედნიეროდ, ტუხელს "ჩელსის" უზარმაზარი შემადგენლობა ბევრ შესაძლებლობას აძლევს. საკითხავი ისღა რჩება, იპოვის გერმანელი საუკეთესო ვარიანტს ლამპარდზე სწრაფად?!

2 თვის წინ
465 / 0
ავთო გრიგოლაშვილი
poll გამოკითხვა

როგორ მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?

ძალიან კარგია
კარგია
ცუდია
ძალიან ცუდია
სულ პასუხები: 169
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტიაგო სილვა, ტამი აბრაჰამი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ