ტამი აბრაჰამს მსურველები იტალიიდანაც ჰყავს

ტამი აბრაჰამს მსურველები იტალიიდანაც ჰყავს

გავლენიანი გამოცემების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელით, ტამი აბრაჰამით სერია ა-ს გიგანტი, "მილანი" ინტერესდება.

როგორც ყველასთვის კარგადაა ცნობილი, ტამი გუნდის დატოვებაზე აქტიურად ფიქრობს. სწორედ ამიტომ, პრესის წარმომადგენლები აბრაჰამის მილანში გადასვლაზე უფრო თამამად და დარწმუნებით საუბრობენ, რადგანაც მიაჩნიათ, რომ მის პოზიციაზე არსებულ კონკურენციას ის ვერ დაძლევს და სათადარიგოთა სკამზე დარჩენა მოუწევს, რაც, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა და შესაძლებობებით სავსე ფეხბურთელისთვის სასიამოვნო ნამდვილად არ იქნება.

მათი თქმით, "როსონერის" ბოსები მზად არიან ინგლისელში 30-35  მილიონი ევრო გადაიხადონ და ეს უკანასკნელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე დაიმატონ.

შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი "ჩელსიში" 2004 წლიდან ირიცხება.

1 კვირის წინ
62 / 0
ლუკა ალავიძე
poll გამოკითხვა

როგორ მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?

ძალიან კარგია
კარგია
ცუდია
ძალიან ცუდია
სულ პასუხები: 188
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტიაგო სილვა, ტამი აბრაჰამი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

მსგავსი სიახლეები