კავანის შემცვლელს "ჩელსიში" მიაგნეს - უახლესი ცნობები

კავანის შემცვლელს "ჩელსიში" მიაგნეს - უახლესი ცნობები

ტომას ტუხელის ინტერვიუებს, თუ მივადევნებთ თვალ-ყურს, მარტივად შევამჩნევთ, რომ ტამი აბრაჰამისადმი ნდობა ნელ-ნელა უქრება. შესაბამისად, დიდი შანსია ახალგაზრდა ფეხბურთელმა სხვა გუნდს მიაშუროს.

ოლე გუნარ სულშერის მტკიცებით, ის დარწმუნებული არაა, რომ ახალ სეზონს ედინსონ კავანი ისევ აქ შეხვდება, რაც თავის პრესკონფერენციაზეც აღნიშნა.

"მას ამ საკითხზე ვესაუბრე და გადაჭრით არ უთქვამს. რომ მანჩესტერს ტოვებს, მაგრამ ვიცი მისი გეგმების შესახებ. ის ერთ დღეს აუცილებლად დაბრუნდება სამხრეთ ამერიკაში და იქ გააგრძელებს ბურთის გორებას" - ამბობს ნორვეგიელი.

ურუგვაელი ამ სეზონში რეგულარული თამაშით არ გამოირჩეოდა, თუმცა რამდენჯერაც ითამაშა ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. ეს ყველაფერი მის ციფრებშიც აისახება - 0.49 გოლი საშუალოდ 90 წუთში, რაც იმას ნიშნავს, რომ ედის ფაქტობრივად ყოველ მეორე თამაშში გოლი გააქვს.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, Manchester Evenings News-ის ცნობით, "მანჩესტერის" ბოსები მაინც განიხილავენ მისი შემცვლელის კანდიდატურას და ტამი აბრაჰამის ყურადღებაც მიიქციეს. როგორც ცნობილია, "ჩელსი" მზადაა 40 მილიონის სანაცვლოდ შეელიოს ახალგაზრდა ცენტრ-ფორვარდს.

სეზონის სტარტზე "ჩელსის" ფანების იმედი სწორედ ინგლისელი ფეხბურთელი გახლდათ, ფრენკ ლამპარდიც ენდობოდა, მაგრამ რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია ტომას ტუხელის მოსვლის შემდეგ. მან თავის თანამემამულეს 100%-იანი ნდობა გამოუცხადა და ტამისაც წუთები შეეზღუდა.

"იუნაიტედის" მესვეურებს აბრაჰამში ტექნიკური თამაში და კარგი ფიზიკური მონაცემები მოსწონთ, ასევე დაუღალავი პრესინგი მეტოქის ნახევარზე, პასის კულტურა და ა.შ. ასაკითაც ახალგაზრდაა და უდიდეს მომავალსაც უწინასწარმეტყველებენ.

1 კვირის წინ
391 / 0
Hakim Ziyech
poll გამოკითხვა

როგორ მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?

ძალიან კარგია
კარგია
ცუდია
ძალიან ცუდია
სულ პასუხები: 188
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტიაგო სილვა, ტამი აბრაჰამი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

მსგავსი სიახლეები