ტომას ტუხელის პირველი კომენტარი "პორტოსთან" მატჩის შემდეგ

ტომას ტუხელის პირველი კომენტარი "პორტოსთან" მატჩის შემდეგ

ნახევარფინალის ოფიციალურად განაღდების შემდეგ ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა პრესასთან  ისაუბრა.

"ინტენსიური და რთული თამაში გამოვიდა. "პორტო" ძალიან აგრესიული გუნდია, მათ უყვართ შეტევა, ოღონდ ისიც აგრესიულ სტილში.

მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი თითოეული წუთი 1-90-მდე განვითარების 90 საფეხური იყო. სულ უფრო და უფრო კარგები ვიყავით და ვფიქრობ, კარის მშრალად შენახვა დავიმსახურეთ.

ეს იყო დამსახურებული, მაგრამ ძალიან რთული 180 წუთი.

ვნერვიულობდი, რადგანაც ვიცოდი, რომ ერთ გოლს ყველაფრის შეცვლა შეეძლო. გონებაში ყველა სცენარი მქონდა წარმოდგენილი და ამიტომ გარანტირებულად არაფერს ვთვლიდი.

ჩვენ ყველა გავამხნევეთ და შევაგუეთ იმ ფაქტს, რომ რთული მატჩების ჩატარება მოუწევდათ. მე ბედნიერი ვარ, რადგანაც ყველაფერი გამოგვივიდა, რადგანაც ყველა დასახული მიზანი თუ გეგმა პირნათლად შევასრულეთ", - განაცხადა ტუხელმა.

4 კვირის წინ
356 / 1
ლუკა ალავიძე
user
ავთო გრიგოლაშვილი ორივე მატჩი ისეთი იყო, რომ საფუძველი ნამდვილად გვაქვს, გვეშინოდეს გინდ "ლივერპულის" და გინდ "რეალის". არასასიამოვნო მატჩები იყო ორივე. 
poll გამოკითხვა

როგორ მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?

ძალიან კარგია
კარგია
ცუდია
ძალიან ცუდია
სულ პასუხები: 188
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტიაგო სილვა, ტამი აბრაჰამი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ