ორმა ვარსკვლავმა შესაძლოა უახლოეს პერიოდში "ჩელსი" დატოვონ

ორმა ვარსკვლავმა შესაძლოა უახლოეს პერიოდში "ჩელსი" დატოვონ

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ლონდონის "ჩელსისთვის", შესაძლოა, ძალიან დახუნძლული აღმოჩნდეს.

გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ნიზარ კინშელას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერია ა-ს გრანდები "არისტოკრატების" 2 ფეხბურთელით ინტერესდებიან.

ამ წყაროს ცნობით, ტურინის "იუვენტუსს" კრისტიან პულისიჩის დამატება უნდა, "მილანი" კი ჰაკიმ ზიეჩის შეძენით ინტერესდება.

აღსანიშნავია, რომ "მილანს" ჰაკიმ ზიეჩის შეძენა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზეც სურდა.

ცნობისთვის, ამჟამად ორივე ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონატზე იმყოფება. ყველაფერი ამ ტურნირის შემდეგ გადაწყდება.

1 კვირის წინ
283 / 0
CHANTO
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს გრემ პოტერთან ერთად "ჩელსი" 2022-23 წლის სეზონში?

0
1
2
3
4
სულ პასუხები: 45
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

უესლი ფოფანა, ნ'გოლო კანტე, რის ჯეიმსი, კალიდუ კულიბალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ