“ჩელსის” შანსები გაიზარდა! - რა ხდება რონალდუსთან დაკავშირებით

“ჩელსის” შანსები გაიზარდა! - რა ხდება რონალდუსთან დაკავშირებით

37 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუს "მანჩესტერ იუნაიტედს" ტოვებს. ინფორმაციას ბრიტანული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ვეტერანმა ფეხბურთელმა და გუნდმა ურთეირშეთანხმების საფუძველზე მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

ცხადია, კრიშტიანუ რონალდუს სკანდალური ინტერვიუს შემდეგ ეს ამბავი გარადუვალი იყო, სადაც მან გუნდი და მთავარი მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰააგი სასტიკად გააკრიტიკა.

რონალდუმ "მანჩესტერ იუნაიტედში" 346 ჩატარებულ შეხვედრაში 145 გოლი გაიტანა და ამ გუნდთან ერთად არაერთი დიდი ტურნირის გამარჯვებული გახდა, მათ შორის გამოსარჩევია პრემიერ ლიგის და ჩემპიონთა ლიგის ტიტულები.

რონალდუმ "წითელ ეშმაკებთან" ერთად კარიერის საწყის ეტაპზე ითამაშა, შემდეგ კი გუნდს 2021 წელს დაუბრუნდა, თუმცა მისი დაბრუნება არცისე სახარბიელო გამოდგა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ფეხბურთელს მადლობას უხდის გაწეულის შრომისთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს.

შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლონდონის "ჩელსის" შანსები ძალიან იზრდება. თოდ ბოილის მთავარი სამიზნე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე რა თქმა უნდა რონალდუ იქნება.

1 კვირის წინ
100 / 0
CHANTO
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს გრემ პოტერთან ერთად "ჩელსი" 2022-23 წლის სეზონში?

0
1
2
3
4
სულ პასუხები: 45
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

უესლი ფოფანა, ნ'გოლო კანტე, რის ჯეიმსი, კალიდუ კულიბალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ