ლონდონის "ჩელსისთან" 2-ბურთიანი სხვაობით დამარცხების შემდეგ პორტუგალიური "პორტოს" მთავარმა მწვრთნელმა, სერჟიუ კონსეისაომ ემოციები ვერ შეიკავა და შეხვედრის დამთავრებისთანავე გვერდითი მსაჯისკენ წავიდა.
კონსეისაუ არბიტრთან ახლოს მივიდა და ჟესტიკულაციით აზპილიკუეტას საკამათო ეპიზოდი შეახსენა. ამ ჟესტის შემდეგ სერჟიუმ მსაჯს არაკომპეტენტური უწოდა.