ტუხელის პრეს-კონფერენცია "პორტუსთან" მოგების შემდეგ

ტუხელის პრეს-კონფერენცია "პორტუსთან" მოგების შემდეგ

როგორც იცით, დღეს ლონდონის "ჩელსიმ" ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "პორტოს" დაუპირისპირდა და პორტუგალიური კლუბი კომფორტული ანგარიშით, 2:0 დაამარცხა. 

მატჩის შემდეგ პრესასთან კომენტარი ტომას ტუხელმა გააკეთა

"შედეგი შესანიშნავია. ეს იყო რთული მატჩი რთულ მეტოქესთან. ძალიან ძლიერი ოპონენტები არიან და მატჩის მოსაგებად უდიდესი ძალისხმევა დაგვჭირდა. ვიცოდით, რომ გაგვიჭირდებოდა, მაგრამ ასეთ ბრძოლას არ მოველოდი.

შეხვედრაზე რა უნდა ვთქვა, იყო მომენტები, როცა ჩვენ ვჯობდით პორტუგალიელებს, ასევე იყო მომენტები, როცა ისინი ფლობდნენ უპირატესობას. საბოლოო ჯამში თანაბარი თამაში გამოვიდა.

ვფიქრობ, პირველმა გოლმა თამაშზე უდიდესი გავლენა იქონია. მაუნტით ძალიან ბედნიერი ვარ. მნიშვნელოვან დროს სწორი გადაწყვეტილება მიიღო და სააბოლოოდ ყველა დაგვამშვიდა. მეისონი პასუხისმგებლიანი ბიჭია, ყოველთვის მაძლევს საბაბს, რომ დავეყრდნო.

მეორე ტაიმში გვქონდა ჩავარდნები. თამაშის რიტმს ვეღარ ვაკონტროლებდით და შეტევაში აღარაფერი გამოგვდიოდა. ბენ ჩილუელმა დიდებულად იმოქმედა, როცა შეინარჩუნა მოთმინება და დაელოდა მეტოქის შეცდომას. ოპონენტს მაღალი პრესინგი ეთამაშა და შედეგიც გამოიღო.

ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ეს ყველაფერი არაა. ის პიროვნება არ ვარ, რომელიც აწმყოთი კმაყოფილდება. მომავლისკენ მიჭირავს თვალი და ვთვლი, რომ ეს მხოლოდ გაკეთებული საქმის ნახევარია" - ნათქვამია გერმანელის ინტერვიუში.

6 დღის წინ
389 / 0
Hakim Ziyech
poll გამოკითხვა

როგორ მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?

ძალიან კარგია
კარგია
ცუდია
ძალიან ცუდია
სულ პასუხები: 169
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტიაგო სილვა, ტამი აბრაჰამი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ