გიჟური ამბავი - "ჩელსი" "მანჩესტერ იუნაიტედის" სუპერვარსკვლავს აკვირდება

გიჟური ამბავი - "ჩელსი" "მანჩესტერ იუნაიტედის" სუპერვარსკვლავს აკვირდება

ოფიციალურად, ლონდონის "ჩელსიმ" ტომას ტუხელი დაითხოვა და ახალ მწვრთნელად ინგლისელი გრემ პოტერი დანიშნა.

"ბრაიტონში" გატარებული შესანიშნავი პერიოდის შემდეგ, პოტერზე დიდი მოთხოვნა იყო, მისი აყვანა კი "არისტოკრატებმა" მოახერხეს.

რა თქმა უნდა, გრემს შემადგენლობის გაძლიერებაც სურს, მომდევნო ზაფხულისთვის კი მან კლუბს უკვე დაუსახელა პრიორიტეტული სამიზნე.

ინგლისური მედიის ინფორმაციით, პოტერს სტემფორდ ბრიჯზე მარკუს რაშფორდის გადაყვანა სურს, რომელსაც კონტრაქტი ეწურება.

აღსანიშნავია, რომ "იუნაიტედს" კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივება შეუძლია, მაგრამ, სავარაუდოდ ეს საჭირო სულაც არ გახდება.

რაშფორდი ერიკ ტენ ჰაგის ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია და მუდმივ სათამაშო დროს იღებს, ამიტომაც მეტად მოსალოდნელია, რომ ის ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

1 კვირის წინ
568 / 0
admin
poll გამოკითხვა

რომელი პოზიცია უნდა გააძლიეროს ჩელსიმ სატრანსფერო ფანჯარაზე

შეტევა
ნახევარდაცვა
დაცვა
სულ პასუხები: 215
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ბენ ჩილუელი, ტრევო ჩალობა, მატეო კოვაჩიჩი, ნ'გოლო კანტე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ