ქართველები რომლებსაც “ჩელსიში” უთამაშიათ

ქართველები რომლებსაც “ჩელსიში” უთამაშიათ

ლონდონის "ჩელსის" ახალგაზრდა ქართველი გულშემატკივრების ალბათ მცირე ნაწილმა თუ იცის, რომ მათი საყვარელი გუნდის შემადგენლობაში ქართველ ფეხბურთელებს უთამაშიათ.

ლონდონური გუნდის რიგებში 1999-2001 წლებში რატი ალექსიძე გამოდიოდა. ვეტერანმა ქართველმა მოთამაშემ "არისტოკრატების" მაისურით 2 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.

რატი საკმაოდ ნიჭიერი ფეხბურთელი გახლდათ, თუმცა მისი კარიერა სხვადასხვა მიზეზების გამო სათანადოდ ვერ განვითარდა.

"ჩელსიმ" ქართველი მოთამაშე პირდაპირ თბილისის "დინამოდან" შეიძინა.

ალექსიძესთან ერთად ინგლისში არჩილ სახვაძეც გაემგზავრა სინჯებზე, თუმცა ის "ჩელსიმ" დაიწუნა.

საგულისხმოა, რომ რატო ალექსიძეს "ჩელსიში" ტიტულიც კი აქვს მოგებული, ქართველი ფეხბურთელი FA CUP-ის გამარჯვებული გახდა.

მართალია ალექსიძის კარიერა ლონდონურ გუნდში სათანადოდ ვერ განვითარდა, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ ახალი თაობის ქართველი ფეხბურთელები "ჩელსიში" თამაშს და მრავალს ტიტულის მოგებას მოახერხებენ.

1 კვირის წინ
283 / 0
CHANTO
poll გამოკითხვა

რომელი პოზიცია უნდა გააძლიეროს ჩელსიმ სატრანსფერო ფანჯარაზე

შეტევა
ნახევარდაცვა
დაცვა
სულ პასუხები: 215
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ბენ ჩილუელი, ტრევო ჩალობა, მატეო კოვაჩიჩი, ნ'გოლო კანტე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ