ესიენი:"ჩემპიონთა ლიგა? რატომაც არა"

ესიენი:"ჩემპიონთა ლიგა? რატომაც არა"

მაიკლ ესიენმა თავის ინტერვიუში ტომას ტუხელზე ისაუბრა. ასევე აღნიშნა "ჩელსის" გამოსვლა ჩემპიონთა ლიგაზე და შეაფასა ლონდონური კლუბის შანსები.

"არისტოკრატებმა" მერვედფინალში წარმატებით გადალახეს "ატლეტიკოს" ბარიერი. და ახლა "პორტუსთან" პაექრობს. თუ "ჩელსიმ" დაამარცხა პორტუგალიური კლუბი, მათ მოუწევთ "რეალისა" და "ლივერპულის" წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდეს.

"ვფიქრობ მათ შეუძლიათ ლიგის მოგება. თუ ისინი ამას შეძლებენ ეს დიდი მიღწევა იქნება, როგორც კლუბისთვის, ისე თითოეული ფეხბურთელისთვის" - თქვა მან TalkSpor-თან ინტერვიუში.

განელი ასევე ყოფილი თანაგუნდელის, ფრენკ ლამპარდის მუშაობასაც გამოეხმაურა.

"მისით ძალიან ვამაყობ, "ჩელსისთვის" უდიდესი სამუშაო შეასრულა, როცა რამდენიმე ფეხბურთელი დააწინაურა. ფეხბურთშ ყველაფერი ხდება. შეცდომები ყველას მოსდის, ამიტომ უნდა ამაყობდეს თავისი მიღწევებით "არისტოკრატებში".

მას კარგად ვიცნობ, დიდებული პიროვნებაა. უფრო ძლიერი დაბრუნდება, ვიდრე ოდესმე. დარწმუნებული ვარ.

ტომას ტუხელი -  ის თავის საქმეს იდეალურად ასრულებს. 100%-ით მხარს ვუჭერ და ნაყოფიერ საქმიანობას ვუსურვებ. იმედია იმას მიიღებს, რაც მიზნად აქვს დასახული. ასე დიდებულად განაგრძოს მუშაობა და სასურველ შედეგს აუცილებლად მიაღწევს" -დაასრულა ესიენმა.

 

5 დღის წინ
59 / 0
Hakim Ziyech
poll გამოკითხვა

როგორ მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?

ძალიან კარგია
კარგია
ცუდია
ძალიან ცუდია
სულ პასუხები: 169
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტიაგო სილვა, ტამი აბრაჰამი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ