რომან აბრამოვიჩს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე უდიდესი გეგმები აქვს. ის ერლინგ ჰალანდის კანდიდატურითაა დაინერესებული, მაგრამ თუკი ნორვეგიელი ვერ გადმოიბირა რომელუ ლუკაკუს საკითხს მიუბრუნდება და ბელგიელის დაბრუნებაზე იზრუნებს.
ტიმო ვერნერი, ჰაკიმ ზიეჩი და კაი ჰავერცი გასულ წელს მოვიდნენ გუნდში. ტრიო გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს, შესაბამისად, გუნდში ბევრად უფრო გამოცდილი სტრაიკერის მოყვანა გახდა საჭირო.
ტომას ტუხელმა მიმდინარე სეზონში ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე ტამი აბრაჰამი და ოლივიე ჟირუ გამოსცადა, მაგრამ, როგორც ცნობილია, ისინი გრძელვადიან პერსპექტივებში არ შედიან და დიდი შანსია გუნდი დატოვონ.
მას შემდეგ, რაც რომელუ ლუკაკუმ პრემიერლიგა დატოვა, "ინტერის" მაისურით 60 მატჩში 60 გოლი დაუგროვდა და შეიძლება ითქვას, რომ იტალიური კლუბის უპირობო ლიდერია.
რომელუ ლუკაკუსა და ერლინგ ჰალანდის გარდა ლონდონის "ჩელსი" კიდევ ერთი ვეტერანით, სერხიო აგუეროთია დაინტერესებული.