ტიაგო სილვა:"უდიდესი სიურპრიზი იყო"

ტიაგო სილვა:"უდიდესი სიურპრიზი იყო"

როგორც მოგეხსენებათ, ტიაგო სილვა სეზონის სტარტზე შეუერთდა თავისუფალი აგენტის სტატუსით "ჩელსის". 

FourFourTwo-თან ინტერვიუში მან ფრენკის გადაწყვეტილება გაიხსენა, როცა მან კაპიტნის სამკლაური ანდო თავის დროზე. 

"ეს ჩემთვის უდიდესი სიურპრიზი გახლდათ. როგორც იცით, სეზარ აზპილიკუეტა და ჟორჟინიო "ვესტ ბრომთან" თადარიგში დატოვა. ფრენკმა არაფერი ამიხსნა უბრალოდ სამკლაური მომაწოდა და მითხრა, რომ დღეს ეს როლი მე მერგებოდა.

ფეხბურთში ხშირია შემთხვევები, როცა ამის გამო შესაძლოა სხვა რატომღაც დაიბოღმოს, მაგრამ იმ დროს ყველაფერი სხვაგვარად იყო. თანაგუნდელები გვერდში დამიდგნენ და გამამახნევეს" - ნათქვამია ინტერვიუში.

ბრაზილიელმა ის მატჩი სრულად ჩაატარა, მაგრამ ძვირადღირებული შეცდომაც დაუშვა, რამაც მეტოქე გუნდის გოლი გამოიწვია.

5 დღის წინ
234 / 0
Hakim Ziyech
poll გამოკითხვა

როგორ მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?

ძალიან კარგია
კარგია
ცუდია
ძალიან ცუდია
სულ პასუხები: 169
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტიაგო სილვა, ტამი აბრაჰამი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ