"პორტოს" მწვრთნელის წინასამატჩო ინტერვიუ - სერჟიუმ "ჩელსის" ისევ წაკბინა

"პორტოს" მწვრთნელის წინასამატჩო ინტერვიუ - სერჟიუმ "ჩელსის" ისევ წაკბინა
როგორც იცით, დღეს ლონდონის "ჩელსი" ჩემპიონთა ლიგის ეგიდით პორტუგალიურ "პორტოს" დაუპირისპირდება.


მატჩამდე ცოტა ხნით ადრე პრესასთან "დრაკონთა" მთავარმა მწვრთნელმა, სერჟიუ კონსეისაუმ ისაუბრა.

"სიმართლეს გეტყვით, "ჩელსის" ვაკვირდებით და მათი ყოველდკვირეული "ტესტები" ჩვენსაზე ბევრად უფრო რთულია (გულისხმობს პრემიერლიგურ მატჩებს).

მაგრამ, როდესაც მოედანზე შედიხარ, ხვდები, რომ არ აქვს მნიშვნელოვა იმას, თუ რამდენი დახარჯა გუნდმა ტრასნფერებში, 25 თუ 250 მილიონი.

ჩვენი ყველაზე ძვირიანი ფეხბურთელი 8 მილიონი ღირს, "ჩელსისი" კი 80, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს.

შეუძლებელი არაფერია, ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია", - განაცხადა სერჟიუმ.

შეგახსენებთ, რომ ზემოთხსენებული შეხვედრა 23:00 საათზე აიღებს სტარტს.

6 დღის წინ
276 / 0
ლუკა ალავიძე
poll გამოკითხვა

როგორ მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?

ძალიან კარგია
კარგია
ცუდია
ძალიან ცუდია
სულ პასუხები: 169
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტიაგო სილვა, ტამი აბრაჰამი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ