ბოლო კვირებში ლონდონის "ჩელსის" არაერთი ფეხბურთელი დაუკავშირეს - საუბრები იყო დონარუმაზე, გაბრიელ მენინოზე და ჰაკან ჩალჰანოღლუზე, ახლა კი ჟურნალისტებმა ჟურნალისტებმა "არისტოკრატებთან" ერთად "აიაქსის" ფეხბურთელი, რაიან გრავენბერჩი მოიხსენიეს.
როგორც ცნობილი გახდა, ამ ზაფხულს "სტემფორდ ბრიჯის" ბინადრები ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელის დასამატებლად მოლაპარაკებებს გამართავენ და ეცდებიან ეს უკანსკნელი რაც შეიძლება მალე დაიმატონ
ამ თემასთან დაკავშირებით Gazzeta Italia-ს ჟურნალისტებიც წერენ. მათი თქმით, "პენსიონერთა" ბოსები მზად არიან ამ უკანასკნელში 35 მილიონი ევრო გადაიხადონ.
ცნობისთვის, გრავენბერჩი ჯერ კიდევ 18 წლისაა და მას საფეხბურთო ექსპერტები ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
ასე და ამგვარად, გრავენბერჩის სახით "ჩელსის" ინტერესთა სიას კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა.