როგორც იცით, დღეს ლონდონის "ჩელსი" ჩემპიონთა ლიგის ეგიდით პორტუგალიურ "პორტოს" დაუპირისპირდება.
მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე ფეხბურთის ქომაგებმა ამ თამაშის სიმულაცია FIFA 21-ში მოახდინეს და შედეგებიც დასრულებისთანავე გაასაჯაროვეს.
FIFA 21-ში ჩატარებული შეხვედრის ანგარიში "არისტოკრატთა" ქომაგებს ნამდვილად არ ესიამოვნებათ, რადგანაც საფეხბურთო სიმულაციაში "ჩელსი" პორტუგალიურ კლუბთან 2-0 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ზემოთხსენებული შეხვედრა 23:00 საათზე აიღებს სტარტს.