ჰაკან ჩალჰანოღლუ და "ჩელსი" - ახალი ინტერესი

ჰაკან ჩალჰანოღლუ და "ჩელსი" - ახალი ინტერესი

ბოლო კვირებში ლონდონის "ჩელსის" არაერთი ფეხბურთელი დაუკავშირეს - საუბრები იყო დონარუმაზე, გაბრიელ მენინოზე და სხვებზე, ახლა კი ჟურნალისტებმა "არისტოკრატებთან" ერთად "მილანის" ნახევარმცველი, ჰაკან ჩალჰანოღლუც მოიხსენიეს.

Sky Italia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონში თურქ ფეხბურთელზე უკვე სერიოზულად ფიქრობენ და მზად არიან ეს უკანასკნელი ზაფხულშივე გაიფორმონ.

აღსანიშნავია, რომ ჰაკანს 2021 წლის ზაფხულს კონტრაქტის ვადა ეწურება და "როსონერის" დატოვება თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება.

მაგრამ, არსებობს ერთი მაგრამ... ამ უკანასკნელისთვის ბრძოლა მარტივი არ იქნება, რადგანაც მისი დამატების სურვილს "იუვე" და "არსენალიც" გამოხატავენ.

ასე და ამგვარად, ჩალჰანოღლუს სახით "ჩელსის" ინტერესთა სიას კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა.

1 კვირის წინ
54 / 0
ლუკა ალავიძე
poll გამოკითხვა

როგორ მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?

ძალიან კარგია
კარგია
ცუდია
ძალიან ცუდია
სულ პასუხები: 169
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტიაგო სილვა, ტამი აბრაჰამი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ