რას წერს ტიმო "ჩელსიდან" წასვლის შემდეგ სოციალურ ქსელში

რას წერს ტიმო "ჩელსიდან" წასვლის შემდეგ სოციალურ ქსელში

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "ჩელსის" 26 წლის გერმანელი თავდამსხმელი, ტიმო ვერნერი დაემშვიდობა.
 
გთავაზობთ გამოცდილი შემტევის გამოსამშვიდობებელ პოსტს:

"ძვირფასო ლურჯებო,

დღეს ჩემი ლამაზი ისტორია ჩელსისთან ერთად დასრულდა. წარმოუდგენლად მადლობელი ვარ ამ განსაკუთრებულ კლუბში გატარებული დროისთვის.

ამ ეტაპზე მსურს გამოვხატო მადლიერება ჩემი თანაგუნდელების, მწვრთნელებისა და პერსონალის და განსაკუთრებით თქვენი, ჩელსის საფეხბურთო კლუბის განსაკუთრებული გულშემატკივრების მიმართ. მე ვგრძნობდი უამრავ სიყვარულს და მხარდაჭერას ბოლო ორი წლის განმავლობაში და არასოდეს დამავიწყდება, როგორ დგახართ ჩემს გვერდით კარგ და რთულ დროს! ჩვენ ერთად მოვიპოვეთ ჩემპიონთა ლიგის ტიტული და ყოველთვის მემახსოვრება სიმღერა, რომელიც თქვენ დაწერეთ და მღეროდით ჩემთვის.

უკვე მოუთმენლად ველი, რომ ერთ დღეს ისევ სტემფორდ ბრიჯზე ვითამაშებ." - განაცხადა ტიმო ვერნერმა.

შეგახსენებთ, რომ ტიმო ვერნერმა "ჩელსისთან" ერთად 2 სეზონი გაატარა.

1 თვის წინ
665 / 0
CHANTO
poll გამოკითხვა

რომელი პოზიცია უნდა გააძლიეროს ჩელსიმ სატრანსფერო ფანჯარაზე

შეტევა
ნახევარდაცვა
დაცვა
სულ პასუხები: 215
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ბენ ჩილუელი, ტრევო ჩალობა, მატეო კოვაჩიჩი, ნ'გოლო კანტე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ