ბოილი ყველანაირ პირობას დააკმაყოფილებს - გიჟური ტრანსფერის მოლოდინში?!

ბოილი ყველანაირ პირობას დააკმაყოფილებს - გიჟური ტრანსფერის მოლოდინში?!

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დღეების განმავლობაში, ფრენკი დე იონგისთვის გაჩაღებულ ბრძოლაში ლონდონის "ჩელსი" დაწინაურდა, "მანჩესტერ იუნაიტედი" კი მას პრაქტიკულად გამოეთიშა.

ნიდერლანდელისა და "არისტოკრატთა" საერთო მომავლის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ძალიან მნიშვნელოვანი ცნობები გავრცელდა.

სანდოობით ცნობილი ჟურნალისტის, დევიდ ორნშტეინის ინფორმაციით, "ჩელსი" "ბარსასთვის" სარფიანი შეთავაზებით მიმართვას გეგმავს. გარდა ამისა, ლონდონური გრანდი გადაიხდის იმ თანხასაც, რაც "ლურჯ-ბროწეულისფერთ" 25 წლის ნახევარმცველისა ჰმართებთ.

სწორედ ამ თანხის შენარჩუნება გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დე იონგი "კამპ ნოუდან" წასვლაზე უარს აცხადებს. ინგლისური კლუბის გეგმა ამ მხრივ ნამდვილად ეფექტური უნდა იყოს.

"სტემფორდ ბრიჯის" ბინადართათვის სასიხარულოა Mundo Deportivo-ს გაჟღერებული ცნობაც. ფერან მარტინესის თქმით, ფრენკი "ჩელსის" ტოპ კლუბად მიიჩნევს, რომელშიც მას ყველა ტიტულისთვის ბრძოლა შეეძლება.

ახალი ინფორმაციით გამოირჩა Relevo-ც. ესპანური გამოცემა წერს, რომ გასულ კვირას "ჩელსის" მფლობელმა ტოდ ბოელმა ფრენკის პირადად დაურეკა, თუმცა ნიდერლანდელმა "ბლაუგრანაში" დარჩენის სურვილი დაადასტურა.

ეს უკანასკნელი ცნობა საერთო ფონს მცირედით ცვლის, მაგრამ ორი რამ აშკარაა - ლონდონელები დე იონგისთვის ბრძოლას ბოლომდე გეგმავენ და ფრენკიც ისევე წინააღმდეგი არ არის "სტემფორდ ბრიჯდზე" გადაბარგებისა, როგორიც "ემიუში" წასვლის გახლდათ. ეს ორი ფაქტორი ტრანსფერის წინაპირობანი შეიძლება გახდნენ.

1 თვის წინ
611 / 0
admin
poll გამოკითხვა

რომელი პოზიცია უნდა გააძლიეროს ჩელსიმ სატრანსფერო ფანჯარაზე

შეტევა
ნახევარდაცვა
დაცვა
სულ პასუხები: 215
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ბენ ჩილუელი, ტრევო ჩალობა, მატეო კოვაჩიჩი, ნ'გოლო კანტე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ