ნ'გოლო კანტემ საფრანგეთის ნაკრები ნაადრევად დატოვა დაზიანების გამო და ლონდონში დაბრუნდა, რათა ექიმებმა ტრავმის სიმძიმე გამოიკვლიონ და რეაბილიტაციის კურსი, რაც შეიძლება მალე გაიაროს.
ტომას ტუხელმა Goal-თან ინტერვიუში ფრანგის საკითხს შეეხო.
"მძულს ასეთი სიტუაციები. თითოეული ფეხბურთელის ტრავმა ძალიან საწყენია, მაგრამ უფრო მძიმე გადასატანია, როდესაც ეს კანტეს ეხება.ძალიან დათრგუნული ვარ. ის ჩემი გუნდის ხერხემალია და მომდევნო მატჩებში აუცილებლად დიდი ძალა დაგვაკლდება.
ფრანგი ხვალინდელ შეხვედრას "ვესტ ბრომთან" გამოტოვებს და სავარაუდოა, რომ "პორტუსთან" სწორედ ნ'გოლოს გარეშე ვითამაშოთ. საშინელებაა" - ნათქვამია გერმანელის ინტერვიუში.