ინგლისურ მედიაში ბოლო საათებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თოდ ბოილი კრიშტიანუ რონალდუს აგენტს იბიცაზე შეხვდა.
"არისტოკრატების" ამერიკელი მფლობელი პორტუგალიელი მეგავარსკვლავის ტრანსფერის ვარიანტს განიხილავს როგორც რომელუ ლუკაკუს შემცვლელს, რომელიც "ინტერში" განათხოვრდა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე გამოცემამ უკვე შეადგინა ლონდონელთა სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა კრიშტიანუსთან ერთად.
იხილეთ ფოტო:
თუმცა, აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, რომ ლონდონური გრანდი ზაფხულში აუცილებლად მოიყვანს 1 ცენტრალურ მცველს მაინც. ჯერჯერობით ამ პოზიციაზე ფავორიტები თომას ტუხელს ჟულე კუნდე და მატიას დე ლიხტი ჰყავს.