ალბათ ყველას კარგად მოგეხსენებათ იმის შესახებ, რომ "ჩელსი" ამ ზაფხულს განსაკუთრებულ აქტიურობას აპირებს.
Mail sports - ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თოდ ბოილი იბიცაზე თომას ტუხელს შეხვდა და სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრეს.
წყაროს მტკიცებით, გერმანელი სპეციალისტი ისურვებდა, რომ რაჰიმ სტერლინგი და უსმან დემბელე ეხილა გუნდში ფლანგებზე.
იგი ფიქრობს, რომ ზემოაღნიშნული ორი მოთამაშე განსაკუთრებით გააძლიერებს გუნდის შეტევას.
რა თქმა უნდა დე ლიხტის შეძენაც პრიორიტეტულია, თუმცა, ამ მომენტისთვის, ზემოთხსენებულ 2 ვინგერზე არის კონცენტრირებული ლონდონური გრანდი.