როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "ჩელსი" ზაფხულის სტრანსფერო ფანჯარაზე დიდ ცვლილებებს გეგმავს.
მათ ლოუს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ჩელსიმ" ტუხელის სამიზნესთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.
საუბარი "მანჩესტერ სიტის" 27 წლის ინგლისელ შემტევზე, რაჰიმ სტერლინგზე გვაქვს.
გუნდებს შორის საბოლოო დეტალები გვარდება და არსებობს იმის სერიოზული ალბათობა, რომ ტრანსფერი მალე გაოფიცალურდეს.
ცნობისთვის, რაჰიმ სტერლინგმა გასულ სეზონში ჩატარებულ 45 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.