ძალიან გავლენიანი და სანდო ბრიტანელი ჟურნალისტის დავიდ ორნშტეინის თქმით, კრიშტიანუ რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლას განიხილავს.
პორტუგალიელი ფეხბურთელის აგენტი ხორხე მენდეში გასულ კვირას პორტუგალიაში იყო, სადაც თოდ ბოილის გაესაუბრა.
ამერიკელმა ბიზნესმენმა ცოტა ხნის წინ "ჩელსი" შეისყიდა და როგორც ჩანს, ვარსკვლავური ტრანსფერის განხორციელება სურს.
წყაროს თქმით, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, შეეცდებიან თუ არა "არისტოკრატები" რონალდუს ზაფხულში შეძენას.
ორნშტეინი ამატებს, რომ 37 წლის ლეგენდას "იუნაიტედი" ძალიან უყვარს, თუმცა ტიტულებისთვის ბრძოლაც სურს.
შეგახსენებთ, რომ ლონდონის დატოვებასთან ძალიან ახლოს არიან რომელუ ლუკაკუ და ტიმო ვერნერი, "ჩელსის" კი ფორვარდი აღარ რჩება.