Sports - ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სეზარ ასპილიკუეტას "ჩელსის" დატოვება ამ ზაფხულშივე სურს.
წყაროს მტკიცებით, ესპანელ მცველს ახალი გამოწვევების მიღება უნდა და მზადაა ლონდონი დატოვოს.
მისით ყველაზე აქტიურად "ბარსელონა" ინტერესდება. სეზარი იმედოვნებს, რომ კატალონიური გრანდი მის შეძენას მოახერხებს.
მეორეს მხრივ, თომას ტუხელს ფეხბურთელის წასვლა არ სურს და ყველაფერს იზამს, რომ იგი ინგლისში დარჩეს.
ვნახოთ რას გადაწყვეტს ლურჯების კაპიტანი.