როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "ჩელსი" ზაფხულის სტრანსფერო ფანჯარაზე დიდ ცვლილებებს გეგმავს.
ინგლისურ მედიაში გავრცელებული ცნობებით, "ჩელსიმ" ტუხელის სამიზნესთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.
საუბარი "მანჩესტერ სიტის" 27 წლის ინგლისელ შემტევზე, რაჰიმ სტერლინგზე გვაქვს.
გუნდებს შორის საბოლოო დეტალები გვარდება და ტრანსფერი აუცილებლად გაოფიციალურდება.
ცნობისთვის, რაჰიმ სტერლინგმა გასულ სეზონში ჩატარებულ 45 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.