როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "ჩელსი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დიდ ცვლილებებს გეგმავს.
გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანი" "ჩელსის" ვარსკვლავით ინტერესდება.
საუბარი ლონდონელთა მაროკოელ ნახევარმცველზე, ჰაკიმ ზიეჩიზე გვაქვს.
გავრცელებული ცნობებით, 29 წლის ფეხბურთელის აგენტი "მილანის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
თავად ზიეჩი მოხარული იქნება თუ იტალიურ გუნდს შეუერთდება.
ცნობისთვის, 29 წლის მაროკოელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში ჩატარებულ 37 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.