"იუვენტუსსა" და დე ლიხტს შორის არეაულობაა, რის შესახებაც სხვადასხვა გამოცემები აქტიურად წერენ.
ბოლო ცნობებით, "ბებერი ქალბატონი" და მატიასი შეთანხმებას ახალ კონტრაქტზე, ამ მომენტისთვის, ვერ აღწევენ.
ნიდერლანდელი მცველით უკვე რამდენიმე კლუბი დაინტერესდა, მათ შორის კი არის ლონდონის "ჩელსიც". ისინი ყველაზე აქტიურად ადევნებენ თვალს ფეხბურთელს.
ძალიან ავტორიტეტული ჟურნალისტის, დი მარციოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "არისტოკრატები" მზად არიან, რომ ტურინელებს ტიმო ვერნერს + 45 მილიონი ევრო შესთავაზონ.
წყაროს მტკიცებით, გერმანელმა უკვე განაცხადა თანხმობა "ბიანკონერიში" თამაშზე. მეორეს მხრივ, შავ-თეთრებსაც სურთ ტიმოსნაირი შემტევის გუნდში ყოლა.
თუმცა, საინტერესოა, რამდენად დათანხმდება იტალიური კლუბი ამ შემოთავაზებას ლურჯებისგან, რადგან გავრცელებული ინფორმაციით მათ მხოლოდ 100 მილიონი სურთ.