ალბათ ყველას კარგად მოგეხსენებათ იმის შესახებ, რომ ნეიმარს "ჩელსის" საკმაოდ ბევრი წყარო უკავშირებს, თუმცა ჭორის დონეზე.
ახლა კი ინგლისური ავტორიტეტული გამოცემა - sky sports ალაპარაკდა ამის შესახებ.
წყაროს მტკიცებით, "არისტოკრატები" ფავორიტები არიან, რომ შეიძინონ "პსჟ-ს" შემტევი, ნეიმარ ჟუნიორი.
როგორც ჩანს, ბრაზილიელი მზადაა დატოვოს პარიზული გრანდი და მას თომას ტუხელი თავისთან ეპატიჟება.
აქვე გეტყვით, რომ გერმანელ სპეციალისტს ნეიმართან "პსჟ-ში" ყოფნის დროს უმუშავია.
ნამდვილად საინტერესოა თუ როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს დღეებში და აღმოჩნდება თუ არა ზემოთხსენებული მეგავარსკვლავი სტემფორდ ბრიჯზე.