მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნეიმარი "პსჟ-ს" ზაფხულში აუცილებლად დატოვებს.
მისი მომდევნო კლუბი უცნობია, თუმცა ვრცელდება ჭორები, რომ ეს შეიძლება "ჩელსი" იყოს.
ინგლისური მედიის ცნობით, თომას ტუხელს ძალიან უნდა, რომ ბრაზილიელ ფეხბურთელთან კიდევ ერთხელ იმუშავოს.
თოდ ბოილი მზადაა ყველაფერი ცადოს ტრანსფერზე. ჭორებს თუ დავუჯერებთ, იგი პარიზშიც კი ჩავიდა ამის გამო.
ასე რომ, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. წინ ცხელი დღეები გველის.