უსმან დემბელე "ბარსელონას" შეთავაზების მიღებასთან ერთ ნაბიჯშია, - იტყობინება ჩავი მიგელი.
ჩავიმ და ჟოან ლაპორტამ ფრანგს ნათლად უთხრეს, რომ იგი ან კლუბის ბოლო წინადადებას დათანხმდება, ან უფასოდ წასვლა მოუწევს.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" უკანასკნელი შეთავაზება დემბელეს აგენტის მოთხოვნებს არ ესაბამება, თუმცა ფეხბურთელს მისი მიღება მაინც მოუწევს.
გავრცელებული ცნობების თანახმად, 25 წლის გარემარბს სხვა კლუბებიდან არც კი დაჰკავშირებიან.
ეს ინფორმაცია ნათელს ხდის, თუ რატომ გაიზარდა დემბელეს "კამპ ნოუზე" დარჩენის შანსი.
სხვათა შორის, ჩავიმ კლუბის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ უსმანის შენარჩუნება გაცილებით იაფი დაჯდება, ვიდრე მისი შემცვლელის მოყვანა, ამიტომ ამ მხრივ მუშაობა გასაძლიერებელია.
ასე და ამგვარად, ფრანგის "ჩელსიში" ან "პსჟ-ში" ტრანსფერი გამოირიცხა.