კანტე "მანჩესტერში" - ფაბრიციო რომანო შესაძლო ტრანსფერზე ალაპარაკდა

კანტე "მანჩესტერში" - ფაბრიციო რომანო შესაძლო ტრანსფერზე ალაპარაკდა

შესაძლოა, ნ'გოლო კანტე მომდევნო სეზონიდან "მანჩესტერ იუნაიტედში" ვიხილოთ, ინფორმაციას ინგლისური გამოცემები ავრცელებენ.

ამ საკითხზე კომენტარი გავლენიანმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრისიო რომანომაც გაავრცელა, რომლის თქმითაც, ტრანსფერი რთული გასაჩარხი იქნება.

"იუნაიტედისთვის კანტეს ყიდვა არ იქნება ადვილი, რადგან ჩელსი ახალ კონტრაქტზე აპირებს მოლაპარაკებებს.

თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ტენ ჰაგი კანტეს დიდი ფანია", - განაცხადა რომანომ.

ასე რომ, ფაბრისიო ადასტურებს "იუნაიტედის" კანტესადმი ინტერესს. თავის მხრივ, The Athletic-ის თქმით, "იუნაიტედი" 30 მილიონს ამზადებს ფრანგისთვის.

კანტეს კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს ეწურება, შესაბამისად, შესაძლოა, "არისტოკრატებმა" მსოფლიო ჩემპიონის გაყიდვა განიხილონ.

3 დღის წინ
201 / 0
admin
poll გამოკითხვა

რომელი პოზიცია უნდა გააძლიეროს ჩელსიმ სატრანსფერო ფანჯარაზე

შეტევა
ნახევარდაცვა
დაცვა
სულ პასუხები: 181
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ბენ ჩილუელი, ტრევო ჩალობა, მატეო კოვაჩიჩი, ნ'გოლო კანტე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ