როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "ჩელსი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დიდ ცვლილებებს გეგმავს.
ლონდონურ გუნდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ჟულ კუნდე გახლავთ, რომელიც "სევილიას" ღირსებას იცავს.
ფრანგი მცველის ტრანსფერით დაინტერესებული კატალონიის "ბარსელონაცაა"
მეტიც! როგორც, ინგლისურ მედიაში იწერება ჩავი ერნანდესის გუნდი ჟულ კუნდეს შესაძენად ფავორიტი გუნდიც გახლავთ.
"ლურჯ-ბროწეულისფერები" მზად არიან 23 წლის მცველში 60 მილიონი ევრო გადაიხადონ.
ასე, რომ ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.