როგორც მოგეხსენებათ, უკვე ოფიციალურად, რომელუ ლუკაკუ 1 წლიანი იჯარით "ინტერის" რიგებში ბრუნდება.
"არისტოკრატები" 8 მილიონ ევროს მიიღებენ და შემტევის ხელფასს სრულიად მილანური გრანდი გადაიხდის.
Gazzeta Italia - ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბელგიელს "ნერაძურიში" ტრანსფერი ძალიან, ძალიან გაუხარდა.
წყაროს მტკიცებით, მან ცრემლები ვერ შეიკავა, როდესაც მისმა აგენტმა შეთანხმების მიღწევის შესახებ შეატყობინა.
როგორც ხედავთ, რომელუს ძალიან უნდოდა იტალიაში დაბრუნება და ასეც ხდება.