უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ მარინა გრანოვსკაია "ჩელსის" დატოვებს.
რამდენიმე გამოცემამ გაავრცელა ცნობები, რომ მას თოდ ბოილი შეცვლიდა.
ახლა კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ "არისტოკრატების" მფლობელი ამ პოსტს დაიკავებს და სწორედ იგი მიხედავს ტრანსფერებს.
როგორც ჩანს, ზაფხულში ყველაფერი მას დაევალება და იგი მიხედავს ყიდვა/გაყიდვას მოკლე პერიოდით.
უდიდესი ალბათობით, აგვისტოს შემდეგ კლუბში ახალი სპორტული დირექტორი დაინიშნება.